<<< სარჩევში დაბრუნება

ხალხური

* * * * *

ნეტავი ვიყო მე ვარდი,
შენ წინა გავიშლებოდე,
პატარა ჩიტად მაქცია,
უბეში ჩაგიჯდებოდე.
შაქარ ყინულად მაქცია,
ენაზედ დაგადნებოდე...
მასუკან მოვკვდე, რახანა,
შენს კეთილს მოვესწრებოდე.