<<< სარჩევში დაბრუნება

ხალხური

მოხევის სიმღერა

ქალს სილამაზე ხილადა
ვსთხოვე - არ დამაძლევინა!
დავღონდი, წყალი მომწყურდა,
წვეთი არა დამალევინა!
მომხედა, თოლნი შემყარა,
ნაწინწკლებ წამაყრევინა,
დამცხო, ავინთე, გავწითლდი,
თავი ძირს დამახრევინა.
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა.
არც მითხრა, მოდი, არც წადი,
არც თავი დამახწევინა.
ტიალი, რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევინა,
დახე წყეულსა დიაცსა,
რა დღემდე მომაღწევინა!