* * * * *
მაღლიდან
გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო.