<<< სარჩევში დაბრუნება

ხალხური

* * * * *

თვალი მიჭირავს ენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა,
ნეტავი შემატყობინა,
შენ რა გული გაქვს ჩემზედა.
იგი დღე რა დღე იქნება,
რო გეხვეოდე ყელზედა,
ქალათ ქალი ხარ, ქაღალდი,
ჯერ კალამმოუსობელი,
უხვი მიწა ხარ სახნავად,
ჯერ სახნის მოუდებელი.
მიწა ხარ ყანა ყამირი,
ჯერ კორდი გაუტეხელი,
სიყვარული მაქვს მე შენი,
ანგარიშ მიუწვდომელი.