* * * * *
გოგოვ, მაგ შენსა სურვილსა
სად წაუვიდე, რა ვუყო?
მაგრა შევკოჭო საბლითა,
რო ვერა ვზიდო, რა ვიყო?
ძირს დედამიწას დავემხო,
ქვეშ ჭიანჭველას ხმა ვუყო,
სული გამჩენს ღმერთს შევწირო,
ლეში ყვაყ-ყორანს გავუყო, -
მაინც არ შეგებრალები,
თავს უარესი სხვა ვუყო?