<<< სარჩევში დაბრუნება

ფერადი სიზმრები


შავ
-თეთრი ცხოვრება,
ფერადი სიზმრები,
გახუნდა ოცნება უმიზნო ფიქრებში.
ცრემლები მღერიან,
ღიმილი ტირის,
მე სხვაგან მელიან,
მაინც შენ გიცდი.
ბნელი ქუჩები,
ცივი საღამო,
შენი ტუჩები ვეღარ გამათბობს.
ჩემი თვალების მლაშე ცრემლებით
არ
დასველდება შენი ხელები.
თუმც დაგივიწყე,
მაინც მახსოვხარ,
მაგრამ მე შენთან მაინც არ მოვალ.
უმიზნო ფიქრი დარჩება ფიქრად,
ამ ლექსს შენ მაინც არ წაიკითხავ!
არაფერს გკითხავ,
ისედაც ვიცი,
რომ სიყვარულის არა ხარ ღირსი
და
თუ ოცნებას მაინც ვერ გავცდი,
ალბათ შევხვდებით
ფერად
სიზმარში.

04.11.2002