<<< სარჩევში დაბრუნება

წადი


წადი
, შორს წადი, თუნდაც ცხრა მთა გადაიარე,
წადი, ჩემგან შორს, წადი, სადმე გადაიკარგე,
იქ წადი, სადაც ვერ მოგაგნებ, ვერ გაგიაზრებ,
იქნებ და ასე ეშველოს რამ გულს ნაიარევს.

 

წადი, ოღონდაც ფეხაკრეფით, გთხოვ, წადი ღამით,
წადი და ჩუმად მიიხურე გარედან კარი,
ისე წადი, რომ ვერ ვიგრძნო, ქურდულად წადი,
წადი, თორემ უკვე მწამლავს განშორების წამი.

23.12.2002