<<< სარჩევში დაბრუნება

ზამთარი


ზამთარია
, გარეთ ცივა,
ციდან თეთრი თოვლი ცვივა,
ქუჩაში მდგომ ტიტველ ხეებს
უკვე
ცხვირი მოეყინათ.

 

მთებს დაედო თეთრი ფერფლი,
ნისლი ჰაერს მოეფინა,
გაყინული თოვლის კაცი
თეთრ
სამოსში გაეხვია.

ნაძვის ტოტზე ჩიტი კვნესის,
ციდან თოვლი ჩამოცვივდა,
შეიცვალა ყველაფერი,
ხეებს ცხვირი მოეყინათ.

02.12.2002